ელეონორ


ხელი არ გამიშვა ელეონორ!შენ არც კი იცი,როგორია გზას ავცდე წუთით,თუნდაც და შემდეგ დახლებს შორის ვირბინო ასე
ქექვით ძონძების ზოგჯერ სუფთა პიჯაკ ჰალსტუხის 
და მაინც როგორ ამრევია გული ყველაზე.
შენ რომ იცოდე,ხელს არ გამიშვებ ელეონორ ალბათ არასდროს
აქ ხომ ვაჭრები საკუთარ სულს,სიტყვებს თელავენ
ლმობიერებას ნუშის ნამცხვრის ფასად ჰყიდიან 
და რომ იცოდეს გამყიდველმა ვგიჟდები ნუშზე,ფასსაც აწევდა უსათუოდ როგორც იმ დილას 
ხაჭოს ტორტი შემომტენა ერთმა ორმაგად
ტორტი კი არა  ფასი იყო გაორმაგებით
შენ არც კი იცი ელეონორ თუ შემამჩნიეს,რომ გული მიმდის  ნუშის ნამცხვრის სუნზეც ხანდახან
უფრო და უფრო მიუწვდელს გახდიან ჩემთვის 
განა ვაჭრები ამ დილიდან მიტომ არ დგანან დახლებთან მწკრივში და ყვირილით იქნევენ ხელებს
 ,,სოფლის ნობათი”,ამა სოფლის თუ წუთისოფლის კაცმა არ იცის რძე პროცენტით მართლა ასია თუ ქიმიური შენაერთით მიხვევენ თვალებს
აქ მორჩილებას უღმერთონი თავში გახლიან 
ხურდებს ვჩიჩქნი პეშვზე დაყრილ ნამოწყალობებს,
ჩემს ოცნებეში ჩვენი სახლი მართლა სახლია
მაგრამ,ვაი თუ შემამჩნიეს,რომ სურვილი
ასე დიდია შევევაჭრები.
თუმცა მაინც ისე ძვირია
თუნდაც მარტივი გზების ძებნის ერთი იდეა
ის უნიათო მემწვანილე ისე მშვიდია
აქ,სადაც ყველას ერთმანეთი წიხლზე ჰკიდია 
შენ ხომ არ იცი ელეონორ   როგორ ჰყიდიან
ყოველ ნაბიჯს სულმოკლე და გულით ხარბები
არადა   რასაც აკეთებენ კარგად იციან 
იციან როგორ გააძვირონ ნუშის ნამცხვრები
და დღის ბოლომდე ჩემი ხელის ბედად იცდიან.
ეჰ ელეონორ რომ იცოდე რამდენ გაწვდილ პეშვად მიზიხარ.
ამ დილიდან,გუშინ დილიდან,ამას წინ და იმას წინიდან 
დახლებში ვდგავარ ხელის გულზე ხურდის ჩხრიალით და იმ იმედით ,მართალია ასე ძვირია,მაგრამ რა დალევს სიკეთის მქმნელს სულ ადვილია
აქ მთავარია არ შემატყონ რომ სურვილი ასე დიდია შენთან მოსვლის და უშენოდ რომ მეშინია,ხელს ნუ გამიშვებ ელეონორ აქ საშიშია
დაკარგვა მარტო...!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი