შიმშილია ჩვენს სოფელში დედაჩემო


ცოდვაში ვარ  მრისხანების, კაცსაც მოვკლავ.
დედა,მაგრამ შენს დასერილ ხელებს როგორ ვეამბორო?
აჰ არადა მამა შიო მისთანების
 თვალწინ უნდა ბატკანივით გააგორო

რომ გენახა როგორ ხრავდა ბებოს მამალს
კალთაში რომ ნამცეც-ნამცეც  გამოზარდა
მამაჩემის ქვევრის ღვინოც გამოთქვლიფა,
მსახურება ვთხოვე შენთვის დედაჩემო.
ხარბბმა შენთვის  სიტყვაც კი ვერ გამონახა

გაძვირდაო პარაკლისი ხელებს მიქნევს
დედა აბა როგორ უნდა მოვითმინო?!
შეგაჩვენოს მამა ღმერთმა ვუპასუხე 
და მას შემდეგ ტაძარშიც კი აღარ მიშვებს

შენ არ იცი დედა ჩვენთან შიმშილია,
ხმელი პური ენატრებათ მაროს ობლებს.
ეს მებაჟე მამა შიო ოქროს ითვლის
და შვილებზე ედავება საწყალ მშობლებს

ხედავს ყველა,ფარისეველ ეპისკოპოსს 
მაინც უძღვნის დადიანი შესაწირავს
ბებიაჩემს ოფლი რომ სდის მწველი მზის ქვეშ
მამა შიოს მხართეძოზე მშვიდად სძინავს

რაც ვერ მიაქვთ მის  საყდარში,არ თმობს მაინც
ზოგჯერ ურმით ჩამოივლის ღობე- ყორეს
კრებს ხარკივით,ის უღმერთო ნაცოდვილარს
ხალხს ვუყვირი მარგალიტებს უფენთ ღორებს 

ვიცი დედა,სასოება მმართებს მეტად
შენ რომ არა სისხლს  დავღვრიდი უსათუოდ 
მაგ  დახეთქილ ქუსლებს მერე რაღა ვუთხრა
შენი აღზრდა თუ დავტოვე უპასუხოდ.

დავითის ძემ შეეხვეწა გუშინ კრძალვით 
მიკურთხეო გარდაცვლილი,  მამა შიო.
სიცოცხლეში ეზრუნაო შვილო ჩემო 
აბა ახლა მის სულს უკან როგორ ვდიო?!

კაცმა რომ თქვას მან იკითხოს თორემ ჩვენ რა
სულერთია ახლა მასთან  საუბარი 
მსაჯულებას აღასრულებს ქრისტე მეთქი
დავწერე და ტაძრის კარზე გავუკარი.

მაგრამ ამას რომ ერწმუნა ქრისტე,ვგონებ
ეკლის გვირგვინს  დაიწნავდა მისი ხელით
შიმშილია ჩვენს სოფელში დედაჩემო
შავი ჭირით დატანჯული ერი-ბერით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი