მიშელ


ფერად სიზმარში ყოველ საღამოს
კოშკზე ვდგავართ და ხელს ფრთხილად მიშვებ
მე გადაღლილი ვწვები მკლავებზე
გამოვიძინებ შენს თმებში მიშელ

ხელის მტევანი რიტმს რომ მიჰყვება
და სიზმრებშიც კი შენ სხეულს  იწვევს
სული ჩემია და არ მადარდებს 
ახლა ვინც უნდა შენს გვერდით იწვეს

გახსოვს ხულიგნებს ჩვენი სახლის წინ 
სიყვარულისთვის სასჯელი მისცეს 
არც ეგ მადარდებს ჯვარზეც რომ მაცვან
მაინც დავიცავ პატარა მიშელს

ვთქვი ,,მე  ვარ რუთი შენი მხევალი”
შენ მარგალიტებს ფეხებქვეშ მიფენ
სადაც შენ წახვალ მეც ქ ვიქნები 
ვერ მიგატოვებ ვერასდროს მიშელ

როგორ უარვყო ვერ ავირიდებ 
შენი ბაგიდან გასროლილ ისრებს
მერე მე და შენ ერთად ავივლით
ცამეტ სართულში აღმართულ  კიბეს 

სიზმარს ცხადად ვგრძნობ როცა შენ გხედავ
ჩემი გული ხარ და მკერდში მიცემ
ხანდახან გკარგავ ისევ გიბრუნებ
რა მემართება არ ვიცი მიშელ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი