თებერვლის ბოლოს
თებერვლის ბოლოს სველ აივანზე შევხვდები მკვდარ ცას, სნეულ ალიონს შესვამს ზამთარი ჩემი სულისას ჩემივე სისხლით,ჰოდა დალიოს ბროლის ჭიქით თუ,სპილენძის ჯამში თავმოყრილ სიტყვებს, სულ არ მადარდებს ვეღარც სიცივეს გრძნობენ თითები მზე ნაქსოვ ჯემპრებს უკვე აბარგებს კვლავ ჩამოიქცეს თუ უნდა ზეცა მარტიც მოვიდეს,თუნდაც თავიდან შენც რომ წახვიდე როგორც პირველად ისევ გაუძლებ,კვლავ გადავიტან სტიქიებს შევძრავ,პლანეტებს შევცვლი გალაქტიკაში სცენებს მოგიწყობ ფიზიკის ყველა კანონს დავარღვევ ბრაზმორეული ღმერთსაც მოვიხმობ სატანის ნაცვლად ვაცდუნებ ევას წყურვილს მოვიკლავ ასე ჟინიანს ცეცხლს მოვიპარავ პრომეთეს ნაცვლად ერთ ამინდს შევქმნი მუდამ წვიმიანს მოვიდეს თუნდაც მარტი თავიდან, წავიდეს ყველა სულ არ მადარდებს შეძრას ქუხილმა მიწის წიაღი უკვე სიკვდილიც სუფრას ალაგებს თუ უნდა ქარებს გავატან სულსაც სხეულის საზრდოს ყოველგვარ ნაგავს გადავიქცევი მცენარის ფესვად და ვიღაც ჩრდილში წყაროსთან დამრგავს ვერ გავიხარებ მე არ ვშობილვარ სხვა ხეებივით ერთგან დგომისთვის ვერ დამაბერებს ჭიები კანქვეშ ვერ ვისაზრდოებ მხოლოდ ფლორისთვის ამომგლეჯს ერთ დღეს ნიაღვრის ძალა წამლეკავს ისე არც კი ვიბრძოლებ ციცინათელად მოვალ ახლიდან შუქით შემოსილ ტანში ვიცხოვრებ ხანაც ჩავქრები,მომიცავს ბნელი ჭრიჭინას ხმაზე ამიტანს შიში ტოტებზე აბამს ობობა ქსელებს თოვლში გაურბის ნადირი შიმილს ორმოცი დღე და ორმოცი ღამე წვიმა ანარცხებს ფანჯრებს დარაბებს თებერვლის ბოლოს შევხვდები მკვდარ ცას ხვალ რა იქნება სულ არ მადარდებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი