მენდელსონს,არა!
შენ მართლა თვლი რომ სიყვარული გადაგვარჩენს ან უსიყვარულოდ გადავიტანთ ოჯახურ ყოფას?! მართლა გგონია ორი შვილი შეგვაბერებს და გრძელ მაგიდასთან ჩავმწკრივდებით ყველანი შობას?! ფიქრობ ნათლიებს ჩამოართმევ ჩემს თავს ტაძარში?! და მენდელსონის უკვდავ მარშზე გაგიწვდი თითებს?! საკურთხეველთან ფიცს მოვისმენ სიყალბით სავსეს, თაფლობის თვეში სახეს ერთად შევუშვერთ ფიფქებს?! შენ მართლა ფიქრობ რომ ძილის წინ გამოგგლეჯ გაზეთს ?! ყურში ჩურჩულით საყვედურებს მოგაყრი ოხრად, რომ საყვარლებთან შეგიძლია იკითხო ხოლმე! შენ კი დაიწყებ მოხუცივით ბუზღუნს და ოხვრას... გგონია დილით გაგიმზადებ საუზმეს ,რადგან გავიხანგრძლივო შენთან ყოფნის ბედნიერება?! შენი ძის ნაკვთებს შენ ვერაფრით ვერ მიგამსგავსებ, ქალიშვილსაც კი შენ რომ ასე გეიმედება... შენ მართლა თვლი რომ მოღალატის ვირწმუნებ სიტყვას?! ან თვალს დავხუჭავ რათა ოჯახს ჩირქი არ მოვცხო?! ხმის ჩახლეჩამდე ვიღრიალებ სახლში და,გარეთ მოვახერხებ რომ ხალხის თვალწინ მკლავი გამოგდო?! მართლა გგონია მეყვარები ყოველთვის ასე?! და რომც მიყვარდე შეგვაბერებს ერთმანეთს გრძნობა ?! შენი ზრახვები აჯობებს რომ შენთვისვე დარჩეს, რადგან ოჯახში არ არსებობს მუდმივი ტრფობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი