წითელი მთვარე
წუხელ სისხლისფრად ცურავდა ცაზე ჩვილივით ნაზი წითელი მთვარე ღრუბლები თითქოს იწვა ჩვენს თავზე და მე მივხვდი რომ ვერ შევიყვარე უშენოდ ერთი ვარსკვლავიც კი და უბრალოდ ახლა შენს გვერდით ყოფნა მთელი არსებით იმდენად მინდა რომ არც კი ვიცი სხვაგვარად თხოვნა თუ შეიძლება,ამაზე მეტად ხედავ?! მთვარეულს დღეს ჩემებურად ამეკვიატა წანწალი ღამით ხანდახან შენთვის ჰაერში მეხად ვისვრი ნაწერებს ფერგასულ კალმით იცი შენ არ ხარ ისეთი მშვიდი რომ ბეთჰოვენის გერქვას სონეტი ბოლო სიზმარში სასტიკად გსჯიდი მუზებს ებრძოდა წუხელ პოეტი გახსოვს ნიავის თმებში თამაშში და აივანზე კალთაში რწევით როგორ ვისხედით მუდმივ კამათში დროს ვაფერფლებდი ჩემებურ ჩვევით წუხელ სისხლიან სხეულზე გყავდი მისვენებული ჩემთვის მღეროდი მე ემბრიონში გახვეულს ვგავდი და დაბადებას შენში ველოდი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი