რა არ მასვენებს თვითონ არ ვიცი
მე,მეგობარო შენს ამბავს განვიცდი მერე რა?!არ გიცნობ ვხვდები რას არ იმჩნევ გახველებს ჭირივით,გეტყობა გაცივდი აქ ვარ და თუ გინდა ღამესაც გაგითევ ვაი შენ თორემ აბა მე რა მიჭირს თბილი სახლი და საწოლი დამხვდება მზრუნველი ხელი ჯერ ქურთუკს გამიხსნის როგორც ოდესღაც თავბრუს მახვევდა რა არ მასვენებს თვითონ არ ვიცი ჩემ თავს მივეცი ბევრის უფლება ღიმილს გაჩუქებ აიღე ჩაიცვი მაწანწალასაც კი როგორ უხდება მარტო რომ არ იყო აქ რა გესაქმება ქუჩაში რისთვის ათევ ღამეებს ნუთუ ჩემსავით დაენანება აკანკალებულ მაგ შენს ბაგეებს ,,ჩაის გიმზადებ" რომ უთხრას ძვირფასს შენი სახე კი,სავსე ტკივილით ამბობს,მოდი და ეს თვითონ მითხრას ჩაიდანს ასდის ორთქლი კივილით შენ მეგობარო ცდები თუ ფიქრობ რომ არ უნდიხარ,ძალიან ცდები ბედს იწყევლი და თან მხსნელს იხმობ ამბობ არავის აღარ ვჭირდები მე რომც მინდოდეს აბა ვინ მაცდის ვიწვე ქუჩაში ასე შიშველი ოხ ეს გრიგალი ტყავსაც გაგაცლის მე კი საკუთარ თავს რომ ვერ ვშველი შენსას განვიცდი თორემ რა მიჭირს უცხო თვალისთვის უსისხლოს ვგავარ რა უნდა გიყო ახლაც ის მიკვირს რა ძალა მადგას სახლში რომ არ ვარ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი