ნოემბრის წვიმა
შემოდგომაზე ბინდმოცულ დილას ციდან გადმოსკდა წვეთი პატარა და მე ვიგრძენი ნოემბრის წვიმა მთელი სეზონი რომ შემაყვარა გაკადნიერდა ფრთხილი სისველე მელოდიურად აწყობდა გამებს შეუვალ ფანჯრებს სუსხი ფარავდა სანამ უშენოდ ვითვლიდი წამებს მე ყველა მინას ვაწერდი შენზე სიტყვები სიტყვებს ემატებოდა შემომეპარა შენი სიცივე რომელიც ასე მენატრებოდა მე თავს მოვიკლავ ნოემბრის ღამეს თან გავიყოლებ ღმერთებს და მუზებს მაგრამ ხარბია ჩემი ბუნება ვერ შეველევი სისხლისფერ ტუჩებს გზაზე დადიან ხის კაცუნები და ჯენტლმენურად იხდიან ქუდებს ვიღაც მომპარავს შენს თავს უთუოდ ვერ აგარიდებ წვიმაში ქურდებს ნუ დაავიწყებ შენს სახეს ჩემს თვალს გაფართოებულ სევდიან გუგებს იფიქრე ერთად წვიმაში როგორ გადავივლიდით პატარა გუბეს ვიცი სეზონის მიწურულს გნახავ ჩემი თითები მოლოდინს უძლებს გადავაყოლებ სიცოცხლეს ალბათ შემოდგომას და ბნელი ცის ღრუბლებს მე დამჭირდება ნოემბრის წვიმა შემოდგომაზე ქუჩები სველი თუმცა არ ვიცი ხვალ რა იქნება ჯერ დღის ბოლომდე კვლავ სიკვდილს ველი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი