არ ეკადრება პოეტის ცოლს
არ ეკადრება პოეტის ცოლს ეჭვიანობა თუნდაც პოეტი, საალერსოდ სხვასაც მიმართავს როცა უშვებ და თუ აბრუნებ კვლავ გიბრუნდება მერე კი ლექსებს სათითაოდ თითზე გიმარცვლავს განა არ იცი როგორ უყვარს ყოველი სტროფი შენ რომ უზმოზე შეექცევი ყავის ხარშვაში მის ფერად შარფებს დიდხანს არჩევ მტვერს გადააცლი მოვა და მაინც ღალატისფერს ჩასჩრი ხახაში ცდუნება მხოლოდ ერთჯერადი ჩაის შეკვრაა სასაზე აკრულ ქაღალდივით, ასე მგონია და მე თუ მკითხავ თვალის ჩაკვრა თუნდაც ქარაგმა წამოცდენილი პირობითი ალეგორია არ ეკადრება პოეტის ცოლს დივანზე ძილი და არც სიფხიზლე ნერვიულად მსხვრევა თეფშების როდესაც მზერა უნებურად არ გაძლევს საბაბს და მის ვნებებში საამური ტკბობით ეშვები უმნიშვნელოა ყველა ხორცი მასთან ავხორცი შენში რომ ეჭვის აბლაბუდებს დღითიდღე აბამს განა მის ლექსზე იქორწინებს ყველა ვისაც კი შენი პოეტი ყოველღამე უნიჭოდ აბამს გამთენიისას შეამჩნიე სურნელი უცხო ძველ ნაქსოვ სვიტრზე შერიგების ღამეს რომ ეცვა საკადრისია აბა ახლა ამაზე ფიქრი ან რას მიქვია ყოველჯერზე ნეკნების ლეწვა არ ეკადრება პოეტის ცოლს ეჭვიანობა განა არ იცი მზე რომ მისთვის შენით ამოდის? სხვაგვარად სურდა ერთგულება აღმატებულად და მაინც მუდამ მოღალატის როლში გამოდის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი