მანათობელი ქილა
მანათობელი ქილა ის სიზმარი რაღაც გაელვებისმაგვარი იყო გაცხადებული,ვიდექით მე შენ და ვიღაც მესამე .მე თითს ვიშვერდი ჩემს წინ მდგარი სილუეტისკენ და ვცდილობდი შენი ყურადღების მიქცევას,თითქოს დრო იწურებოდა ყველაფერი წამის მეასედში იყო გაწერილი და სადაცაა სამყარო გამომეცლებოდა,ილუზიურ განზომილებაში ვიყავით რომელიც იშლებოდა კუბებად,მართკუთხედებად და რომბებად .იშლებოდა და იმსხვრეოდა .გეძახდი ,,ნახე იქ,იმ ქილაში რომ ანათებს , ჩვენ ვართ…ხედავ?”ის იყო ვიყვირე რომ ამ ქილაში მარტო აღმოვჩნდი, დავრბოდი წრეზე და ქილის კედლებს ვასკდებოდი ,სამი გაპარჭყული თითი მქონდა წვრილი ,ძაფივით .ისე მივეკარი მინას ვეღარ ვშორდებოდი. გაკვირდებოდით როგორი დიდები იყავით ,შუშა კიდევ უფრო გადიდებდათ მე კი მანამ ვყვიროდი სანამ არ მივხვდი რომ ვერ გაგაგონებდით და რომც მოგექციათ ყურადღება მე პატარა მანათობელ ქილად ვიქეცი , თქვენ კი ისეთი დიდები იყავით?!. ჩემ გადიდებულ მზერაზე დიდები…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი