პათოგენური პარაზიტი


ავად ვარ,ეს მაშინ გავიგე როცა ოფიცერმა უბრძანა რაზმს რომ მხოლოდ ინფიცირებულებისთვის ესროლათ და სნაიპერმა დამიმიზნა...
ინფექციის სახელი უცნობია,,პათოგენური პარაზიტი”ასე უწოდებს პროფესორი.ამბობენ,რომ აღარაფერი მეშველება სანამ ინფექცია სისხლის უჯრედებთან ჰარმონიულ თანაცხოვრებას   დაიწყებდა კიდევ შეიძლებოდა მკურნალობის განხილვა,მაგრამ უკვე გვიანია კაცმა რომ თქვას ჩემი საქმე წასულია,მაგრამ ვინ იცის სად მთავრდება და სად იწყება სიცოცხლე ,,რამაც მოგკლას მანვე მოგარჩინოსო”იტყოდა ბებია და შელოცვისმაგვარი ბუტბუტით ცდილობდა ჩემში შიშისგან წართმეული ხმის დაბრუნებას,ბებიას გამოუვიდა...ხმა ამოვიღე მეტიც,საუბარი დავიწყე შენ კი,ამბობ დუმილი ყველაზე დიდი ხმაურიაო,წარმოიდგინე რომ არა ბებიაჩემის შელოცვა ვერასოდეს გეტყოდი მიყვარხარ მეთქი, არ გინდა!ახლა არ დაიწყო რომ როგორმე მოვახერხებდი,რომ სიყვარული კიარ უნდა გესმოდეს უნდა იგრძნო,არ გეკამათები,მაგრამ ჩურჩული,ყურთან ალბათ ყველაზე სასიამოვნო გამოხატვაა იმის რასაც გრძნობ.
ფსიქოლოგიური აშლილობა ლამის ფსიქიატრებს და მკურნალ მედიკოსებს შეეხოთ როცა თავი და ბოლო ვერ გაუგეს ჩემს დაავადებას:საიდან ჩნდება,როგორ ვითარდება,რა გზით გადადის?!არავითარი ეპიდემიოლოგიური საფრთხე არ არსებობს.
ფაქტია რომ ჩემი ორგანიზმი რომელიც მეტად ამთვისებლურია კარგი მასპინძელი გამოდგა.
არ მეშინია არც დაავადების არც ღმერთის საერთოდაც არ მესმის ღმერთის რატომ უნდა გეშინოდეს როცა გიყვარს და იცი უყვარხარ?!უბრალოდ მას ის მიკრო ირგანიზმებიც უყვარს რომელმაც ჩემი ინფიცირება გამოიწვია.
და მაინც იმედისმომცემია როცა პროფესორი მეუბნება,რომ თუ დაავადების დამარცხებას შევძლებ ჩემი ორგანიზმი იმუნიტეტს გამომოიმუშავებს. მაშინ კი ვეღარაფერი მომკლავს....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი