ხანგრძლივი სიზმარი
არც ისე მშვიდად მეძინა როცა უგონოდ მყოფს შუბლზე მაკოცა და მშვიდი სიზმრები მისურვა,სტიგმატებით აღარ ვბორგავ მაგრამ როგორია უსურვო მშვიდი ძილი მას ვისი სიზმარიც იმაზე ხანგრძლივი იქნება ვიდრე ადამიანის ორი ცხოვრება?რამხელა შვებაა სიზმრიდან გაქცევა,როცა ვინმე სახეზე ოფლს გწმენდს,აქ კი მარტო ხარ და ღრუბლიან ზეცას ფრჩხილებით კაწრავ ამბობენ, აქ ფრჩხილები ისეთი სისწრაფით იზრდებიან ბრჭყალებს ემსგავსებიანო,თუმცა ისინი მუდმივ კაწვრაში გაცვდომას ვერ ასწრებენ სამაგისოდ ჟანგბადი არ ჰყოფნის ფილტვებს,პატარა ღრიჭო მაინც დაეტოვებინა...ამიტომაც ვბრაზობ რომ დაიჯერა მკვდარი ვარ და არც უფიქრია იქნებ არც ისე,იქნებ ნახევრად... მეტიც შეეგუა ბედს თან მხოლოდ ჩემსას კიარა მის ბედს და მიწით ამომავსო,გლუვი და წებოვანი მიწით,არადა ნარცისების ბორცვზე ისეთი ფხვიერი მიწაა ისუნთქებდა კაცი, მაგრამ საქმეც ისაა რომ წუთით არ დაუშვია რომ ცოცხალი ვარ,ასე ღმერთი რომ ერწმუნა რა გვაქვს სასიკვდილო?! ან რა გახდა ერთი ვარსკვლავი?!.. ვბრაზობ რომ არც ჩემი სურვილი ყოფილა მისთვის გასაგები,,ცეცხლი იქაც ეყოფაო გაიმართლა თავი და დაწვას დამარხვა ამჯობინა.სულ ვეუბნებოდი რომ მკვდრისთვის მნიშვნელობა არ აქვს,მაგრამ მკვდარცოცხლისთვის ჰქონია .იმედი რომ ბოლოს კვდება ამაზე ხომ გსმენიათ,აი იმედს რომ დაასწრებ ადამიანი?!... ძნელად სარწმუნოა ახლა ჭიებმა რომ საფარი გაარღვიონ და ზეცა გათხარონ ზუსტად ისე როგორც ჩემს თვალებს დაუწყებენ თხრას ოღონდ ჯერ არა,ჯერ ადრეა...მართალია ისე ძალიან ადრე არა როგორც მზის ჩასვლა,მაგრამ მოთმინება მაინც მართებთ. ბრაზმორეული ვწევარ და ზეცას ფრჩხილებით ვკაწრავ,როგორ ვერ გაიმეტა ერთი ვარსკვლავი მაინც...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი