კოლექციონერი
მე კოლექციონერი ვარ...შენს სურნელს და თმებს ვაგროვებ,ოღონდ არ ვიცი ამას როგორ ეძახიან მე ,,სურნელეტიკას”დავარქმევდი და სურნელეტიკს ვუწოდებდი თავს.ჩემს ბალიშებს შენი სუნი აქვს განსაკუთრებით იმ ფერადს შენ რომ მოგწონს ხელს რომ ჩუმად აცურებ და გგონია ვერ ვიგებ როგორ მაცლი ნელ-ნელა. ჩემზე გამწყრალი მთელი ძალით ხელებს რომ უჭერ და ეხუტები ისე როგორც წმინდა სიდონია ქრისტეს კვართს.ბოღმა მახრჩობს,მინდა დავანაკუწო ის წუხანდელის გამო,რომ ასე ეკვროდი,მაგრამ ვჩერდები...ამ ფერად ბალიშზე ხომ ჩემი საყვარელი სხეულის სურნელს მიტოვებ?!ის კი ინახავს შიგადაშიგ რამდენიმე თმის ღერით ,რომლებსაც პატარა მუყაოს ყუთში ვაგროვებ,ვითვლი ვახარისხებ,ნაწნავს ვწნი,იქნებ შენი მოჯადოებაც კი შევძლო. მახსოვს ბავშვობაში ჩემი მეზობლის მშურდა თოჯინის გამო,რომელიც ჩვენს იმჟამიმდელ მდგომარეობას თუ გადავავლებთ თვალს მე უნდა მყოლოდა და არა მას,ბოღმა არა და გულწრფელი საუბარია.უბრალოდ მას გაუმართლა,სწორად შეურჩიეს დაბადების დღის საჩუქარი,როგორც გოგონას რომელსაც თამაშით ზრუნვა უნდა ესწავლა.მიუხედავად იმისა რომ მისი თოჯინა აღარ არსებობს ჩემი მოოქროვილი კოვზები კი ახლაც ვიტრინაზე მიდევს მე მაინც ვისურვებდი მას.სახელიც კი დავარქვი თუმცა ჩემი არ იყო,მხოლოდ რამდენიმე წუთი მეჭირა ხოლმე როცა მეზობელი უფლებას მრთავდა,ერთხელ ჩემი მარკებისა და მონეტების კოლექცია დავუთმე იმ შეთანხმებით რომ თოჯინას ერთი ღამით მათხოვებდა,რა თქმა უნდა დამთანხმდა.იმ წამს შევწუხდი ჩემი კოლექციის გამო მაგრამ როცა მივხვდი რომ თოჯინა პორცელანი ჩემი მზრუნველობის ქვეშ იქნებოდა დილამდე ყველაფერი დამავიწყდა. მალე გათენდა,მამლის ყივილს დაასწრო მეზობელმა და თოჯინა წაიყვანა.მეწყინა...განსაკუთრებით ის,რომ ვერც თამაში მოვასწარი და არც არაფერი დამიტოვა ფაიფურის უსულო მინიატურამ. მსურდი,ზუსტად ასე ცოტა ხნით რადგან ვფიქრობდი რომ არ მეკუთვნოდი და გამთენიისას ვიღაც წაგიყვანდა,მაგრამ სულსაც გავიღებდი თუნდაც წუთისთვის და ამჯერად მე გამიმართლა ჩემი პირველი დაბადების დღის საჩუქარი მოოქროვილი კოვზები ვიტრინაში მიდევს,ჩემი ცხოვრების საჩუქარს კი ჩემს ფერად ბალიშზე უდევს თავი და მის სურნელს მიტოვებს. ჩემი როგორც კოლექციონერის ინტერესების სფერო მრავალმხრივია,ახლა ემოციების და ე.წ ენდორფინების შეგროვებას ვიწყებ,შენთან ერთად,შენ თქვი რომ,დამეხმარებოდი,რომ ერთად გაცილებით მარტივი და სასიამოვნოა კოლექციონერობა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი