აბრამ აბრამოვი

მწერალი,აშუღი.

თბილისელი მგოსანი, დაირის დაკვრის ოსტატი, აშუღი ჰაზირა 1845 წელს დაიბადა სოფელ შულავერში. მისი ნამდვილი სახელი და გვარია აბრამ აბრამოვი. ჰაზირა აშუღების ამქრის უსტაბაში იყო და ბევრი შეგირდი ჰყავდა. ”ჰაზინა ნიჭიერი ადამიანი და ცნობილი კაცი იყო. ბევრ უსინათლის შეასწავლა აშუღობა, დამღერება და ლუკმა პურის შოვნის საშუალება მისცა. ჰაზირას შეგირდები დადიოდნენ საქართველოს დაბა-სოფლებში და ავრცელებდნენ თავისი მასწავლებლის სიმღერებს, (“აღზდექ, თამარ დედოფალო, შენთვის ტირის საქართველო”, “სადაც არის გათენდება, აღზდექ, მუშავ, შენ!” და სხვა).“განათლებულ ქვეყნებში, შვილო, კაცად იხსენებოდე” – წერს ჰაზირა, მას უნდოდა საქართველო განათლებული ქვეყნების სიაში ჩამდგარიყო.

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი