*დედა ვატირე


დედა ვატირე ყველასი თქვენი,
ვინც კი ას-წლობით არ თმობდით გუმანს,
ზიზღს მოეკვროდით და მთელი დღენი,
ბოღმას ანთხევდით,სიკეთეს - უარს. 

დედა ვატირე ყველასი თქვენი,
ვინც ძმასა კლავდით, თან იცინოდით,
მოყვრისა გმობა კარგად მიგაჩნდათ
და სიამაყედ ზვარაკს ერთვოდით.

დედა ვატირე ყველასი თქვენი, 
ვინც უარი თქვით უფლის სიტყვაზე,
ზურგი აქციეთ და ჯვარს აკარით
იუდასავით გაჰყიდეთ გროშზე
.
დედა ვატირე ყველასი თქვენი, 
ვინც დანებს სჩუქნით ვარდისა ნაცვლად,
დანას ბასრს ოღონდ გამჭრელი სიტყვით,
გონით ვერაგით და ისიც ცხადად.

დედა ვატირე ყველასი თქვენი,
ვინც არასწორი ნაბიჯით ზიდეთ,
კლდის პირზე თავებს შეურაცხჰყოფდით
და განაგდებით სიკვდილსას კიდედ.

დედა ვატირე ყველასი თქვენი,
ვინც ჩემს ლექსს ნათლად თქვენ თავზე იღებთ,
და რეალობა სულთა ყოველთა
აღმოგიცენდათ ბოროტთა პირზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი