პასუხები დუმს.


აბა რა ვიცი,სხვაზე რა გითხრათ,
ვიცი კი ვინ ვარ , ან რას წარვადგენ?!
ხასიათების კაცი არა ვარ,
ცხოვრება მაწევს მკლავზე,მაცადეთ!

აბა რა ვიცი, რა მოგახსენოთ
არის კი ნაღდი ეს პოეზია?!
თუ ყველაფერი წარმავალია
და ჩემს სხეულსაც წარიღებს ტყვია?!

აბა რა ვიცი, რა დაგიწეროთ,
იქნებ საერთოდ ვეღარც კი გრძნობდეთ,
და ნაცნობობის ხათრითა დიდით
გვერდს ვერ უქცევდეთ ლექსთა მორევებს.

აბა რა ვიცი, ვარ კი ვინც  ვიყავ?
სადამდე გავძლებ, სადამ ვიქნები,
ერთი იმას ვგრნობ, რომ უკადრისად
ჩემს ლეშს შესჭამენ ქვეყნად ტივლები.

აბა რა ვიცი, იქნებ ვიცვალე
ან კიდევ იქეთ, სადღაც შორია,
კაცი არა მყავს, საყვრედური ვთქვა
და არც შემშვენის, ასე მგონია.

აბა რა ვიცი, ცხოვრებას მივდევ,
თუ ცხოვრება მდევს მე უჩერებელს,
სადამ ვიქნები, ჩემთვის ვიქნები,
არ შეგაწუხებთ, თუნდ უბერებელს.

აბა რა ვიცი, იქნებ ბოლოა
ეს პოეზია ამ სიცოცხლისთვის,
და თუ ასეა მე მიჩუქნია
ჩემი მარადი სული უფლისთვის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი