ჯვარცმა ტყვიით
აფრინდებიან აქ ტკივილნი ანაზდად გულში, აღარ აცდიან გაათენონ სისხამი დილა, ცრემლი წარმოსულ თვალთა არეთ გამოსულ სულში, ნაჭრილობევი გააცია ნასროლმა ტყვიამ. გააკრა ჯვარზე გრძნობების აზრი ამ მონატრებამ, ყოფილა თურმე მანძილები ტყუილის ფარსი, სისხლი ვადინო ჩემს სხეულებს, რომ მოგონებამ აღარ დააშთოს ეს წყეული სიცოცხლის არსი. და თუ მომისწრე, ნუ ჩამომხსნი შენ მე ჯვარცმიდან, არ მომიტევო შეცოდება იყოს თუნდ ასწლივ, აღარც ახსენო ნებსით იყო განმარტოება ცხოვრების წლების დიდი სპეკტაკლის სცენების გასწვრივ. განმშორდი ყველგან, გულში ვისროლო მე ცივი ტყვია, აწ სხეულიდან რომ გამოდის წვეთების თქეშში, და დავისვენებ მიწათ მორევში, სადაც კვლავ გდია სიტყვით მოკლული და განწირული ეს ჩემი ლეში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი