საზღვრის ბოლოზე კაცი მოუკლავთ.
აზრი აღარ აქვს აღარცერთ სიტყვას, ხელებიც ცისკენ აღიქცნენ ფრენით, საზღვრის ბოლოზე უსმენენ გმინვას კაცის,დაჭრილი მეგობრის ხელით. აღარვინ უგდებს იმ მთელ გულისყურს, მხოლოდ სმენაა, თითქოს დასმენა, დანები ჭრილობას აკმევენ ცრემლით სულს და არც არასდროს გრძნობების თელვა. ცეცხლით შემოსეს, მდინარს უქირეს თავი გასწირეს წყალზე უკითხოდ, ცაში უბირზე თუღა უკითხეს მიიღებდა კი ღმერთი უცილოდ? მიიღებდაო,ისმა პასუხი, ყურები აწვდნენ მაღალ ტოტებსაც, ელვა და წვიმა წარმოსულია და წარიღებენ ადამთ მოდგმებსაც. ვისღა ადარდებს? ან ადარდებდათ? ჟამი ყოფილა, ასეთი თურმე, ყვავნი დაჰქრიან და მაღალ ცებსაც ტყვიას ესვრიან არაფრად, მუხბე. წყეულიმც იყოს ყველა ადამი ვინც კი გასწირა და არ იკმარა, საზღვრის ბოლოზე დაჭრილი კაცით ბედნიერება თავში ინახა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი