*აღარ და აღარ *


**
აღარ გათავდა მწველი სიგარა,
აღარ ჩაიწვა ცხოვრების ბოლო,
წლების ნამწვავებს დროის ფიალა
უკიდეგანოდ აწვდება გოდოლს.
აღარ ჩაიქცა ცა-დედამიწა,
აღარ მოვიდა ღმერთი ზეციდან,
კაცობრიობის ფერხთა მიწაა
წარმოგზავნილი ბნელთა მტვერიდან.
აღარც სეტყვაა, აღარც წვიმაა,
ხალხი ერთურთში გათავდა თითქოს,
ამ სამყარომაც ჯავრი იყარა 
და უმზეოდაც გადასცდა სხვითოს.
აღარც ტკვილი, აღარც გულისთქმა
შებოჭილია კაცი სულებში,
ყელს ეჩხირება სიტყვისა ძალა
და აღარცერთი დარჩა ნუგეში.
აღაც დროება აღარ მოვიდა,
რომე დაღლილი გარდამიყვანოს,
მე ყოველ ღამით შევთხოვ იარას,
ჭრილობით სიკვდილს გადამიბაროს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი