0 30

ნუ ენდობი!


***

მიიწევ პროვინციისკენ,
ვერლიბრები თავს გეხვევიან,
ყელში ამოგდის უსაბუთო სჯა და ბაასი,
ვერც პოეზია ვეღარ შველის ტბას გედებიანს,
რომ დაწმინდავდეს გული შენი ტალახიანი.
ქუჩაში ხვდები ამღვრეული თვალების კოცონს,
ღამით შუა გზას ანათებენ უძინარობით,
ქუთუთოები დასისხული მოგაგონებენ
ყრმობის არქივებს უნიათო გაუტანლობით.
მიდიხარ,წვალობ, ვერ პოულობ ადგილს დასარჩენს ,
ყველა ყველასთვის უცხოდაა გადაქცეული, 
თუ ღმერთს განუდგნენ, სული გაჰყიდეს, ნდობა დატანჯეს, 
მსხვერპლად შეგწირვენ შენცა უმალ მხეცად ქცეულნი.
ნუღარ ენდობი!
კომენტარები (0)