ნუღარ ენდობი!
*** მიიწევ პროვინციისკენ, ვერლიბრები თავს გეხვევიან, ყელში ამოგდის უსაბუთო სჯა და ბაასი, ვერც პოეზია ვეღარ შველის ტბას გედებიანს, რომ დაწმინდავდეს გული შენი ყრმობითგან ფარსი. . ქუჩაში ხვდები ამღვრეული თვალების კოცონს, ღამით შუა გზას ანათებენ უძინარობით, ქუთუთოები დასისხულნი მოგაგონებენ ყრმობის არქივებს უნიათო გაუტანლობით. მიდიხარ,წვალობ, ვერ პოულობ ადგილს დასარჩენს , ყველა ყველასთვის უცხოდაა გადაქცეული, თუ ღმერთს განუდგნენ, სული გაჰყიდეს, ნდობა დატანჯეს, მსხვერპლად შეგწირვენ შენცა უმალ მხეცად ქცეულნი. ნუღარ ენდობი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი