***


****

გადიან თვეები,წლები,
ჩვენ ისევ ისე ვრჩებით უცვლელნი,
გულში სისხლი რომ გვიდუღს,ვამტკიცებთ
ფუჭი ქმედებით,ამაოებით.

და ყოველ ჯერზე უარვყოფთ იმას,
რაც გაგვხდომია ყოფის საგანი,
რომ მისითა ჟღერს ანიც და ჰოეც
და აღარ უნდა მეტი საბაბი.

თავსაც არა ვთვლით ხან დამნაშავედ,
სხვაზე გადაგვაქვს ეჭვისა თვალი,
თავი პირველი გვგონია ქვეყნად
და სულსა ვიხდით შეშად დანაცრილს.

თუმცა სიცოცხლე ისე არ არის,
როგორც გვაწყობს და გვინდა იყოს,
ვფიქრობ, აწ დროა,რომ შევეგუოთ
ცხოვრების ნახატ შავ-თეთრსა ტილოს.

ფაქტი ერთია:
რაც დაგვრჩენია, დღენი თუ თვენი,
გვგონია თურმე არის ულევი,
გადიან თვეები,წლები,
ჩვენ ისევ ისე ვრჩებით უცვლელნი !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი