დიალოგი ღმერთთან


როცა დადგება ჟამი სასრულის,
უსასრულობის საწყისი წამის,
გამინათდება ყოველი ფერი
გარდასულისა მთელი სიმწარის.
ღმერთის წინ ობლად მუხლს მოვიყრი
და შევუდგები თავის მართლებას,
მაგრამ სიტყვები არა იქნება
მშველელი ჩემი, მხსნელი წამებას.
და ჟამს უსიტყვოდ დავრჩები წინაშე,
გულში მცნობი, რომ დამნაშავე არ,
ურცხვად თვალებში ავხედავ მას და
თამამად ვეტყვი:-ვერა რას ვხედავ!
არაფერია ჩემში ცოდვილი, უცოდველობით ვარ მე გახრწნილი,
ახლა რომ აქ ვარ განა ჩემი,რა?!
შენი ნებაა ყოვლი დაცდილი.

უფალი მოვა,კვლავ ხელს დამადებს; 
გონს გამინათებს, გულში ჩამიკრავს,
წამსვე დამცდება ცრემლი სიმწარის
რომ დამნაშავედ თავი გამრიყავს.
მივხვდები მალვე,ვიყავი და ვარ
მთელი პრობლემა ჩემი არსების,
თანაც არცროდის არა მიცდია
თავშეკავება ვნების განცდების.
თითო ცოდვაზე შემოვეკვროდი,
სულში ეშმაკი თავს დამცინებდა,
გულში კი რაღაც უცნობი გრძნობით
ბოროტ ღიმილით თან მამცირებდა.
-
შევევედრები უფალს ღვთიურად,
რა ვიცი,იქნებ იყოს საშველი
ახლა კი ასე მგონი შორია,
ვადაგასული მეყოს მფარველი.

ანგელოზები გამაცილებენ,
ან ეშმაკები დამიწყევლიან-,
სადაც მთელი ვნების არსებით
კეთილ-ბოროტნი ეჯახებიან
გასაყრელია ორი სამყაროს:
სიკვდილისა და სიცოცხლის ტანჯვით,
სანამ მე აქ ვარ ვერას შევიცნობ,
მერე რომ მოვალ, მაშინ მითხარით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი