*ტაძრის შორი გზა*


ახლა მანძილი შორია,
შორია მანძილი ტაძრამდის,
გზებზე ოდენა თოვლია,
ქარი რხევს ფოთლებს დანაცრილს.
ყინვა ჰგავს მიმავალ შარა გზას,
გადმოსდებია ფარად ის,
გზებზე სიშორეც შორია,
სურვილი ასვლის ტაძრამდის.
ტოტები მოსდევს ქარდაქარ,
ყელში მედება ცრემლები,
ნაღველი სახელად სიშორე
და ძლიერ მძალავს ვნებები.
უკანვე მაგდებს ძალმიერ
ბოროტის მიზნის ქმედებით,
ვჩერდები, ვუცქერ განიერს,
გზას მოგრძო ბილიკ-სავალით
ვეღარ მივდივარ; ვუხვდები
ძალა არა მაქვს ფეხების,
სულსღა ვიღაფავ დაღლილი,
წარსულს ვერაგად ვედები.
კვლავ სახლით ვუცქერ ტაძრის კარს,
და შემოგარენს ცათამდის,
ახლა მანძილი შორია,
შორია მანძილი ტაძრამდის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი