გათენდეს გზა გამოჩნდება


იცი რას გეტყვი მთვარეო? რატომ ანათებ ღამეო,
ჩემს ბილიკს შუქი ჭირდება ღამეში გამინათეო.
არ დაგენანოს სხივები, მომეცი გამინათეო
შორს მიმავალი გზაზე და რა რიგად დავიღალეო.
შენ თუ იმედად იქნები გზას ღამით გამინათებო,
მე ვივლი არ გავჩერდები გზამდე მეც მიმიყვანეო.
მთვარემ მომაკლო სინათლე არა ჩანს გზაზე ბნელია
თურმე უეცრად წასულა ღრუბელი ჩახუტებია.
შევჩერდი გზას ვერ ვპოულობ ვერსად ვერ გამიკვლევია
ამ სიბნელეში უკუნი როგორი გასაგნებია.
დავღონდი თავი ჩავკიდე, დავჯექი რამის ავტირდე, 
გზას ვერ ვაგრძელებ მე იქვე გავქვავდი და ავირიე.
მომიწევს ღამით დარჩენა მთვარის ყურება არ მინდა 
იქნება მზე ამოვიდეს გათენდეს გზა გამოჩნდება.
იმედი ბოლოს მოკვდება როცა ადამი ცხონდება 
გზაზე მიმავალ მგზავრსაც კი ურემიც გამოუჩნდება.

ავტორი:  ალეკო  იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი