შენ ღმერთი გიცავს, გლოცავს და გხატავს


შენ ღმერთი გიცავს, გლოცავს და გხატავს,
გადაქცეულხარ ღვთის მშობლის ხატად,
სანთელი როცა აინთებოდა
შენ გავედრებდნენ განგების ძალას.
როგორ გიხდება, დღეს უჩვეულოდ,
ნაწნავი მხარზე დაკიდებულა,
შენი თვალებში ნაპერწკალია
ჩემში ოხვრა და განსაცდელია.
მე მაგონდება დღე სამოთხიდან
ფრთების ბოლომდე გაშლა გეცლია
იქნებ არწივად გარდავქმინილიყავ
გაგიტაცებდი შენ,  საცა გინდა.
არწივი არ ვარ ფრთები არა მაქვს
ვერ გაგიტაცებ ძალა არამაქვს,
ნუთუ დავარდნილს  მიხსენებ ღამეს?
განაბული ხარ და თმებს იჩეჩავ.


ავტორი:  ალეკო  იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი