ყოჩი ვარდები სიმღერას ელის
აი, გამოჩნდა რიჟრაჟი დილის, მზე არსად არ ჩანს ღრუბლებში ტირის, ყვავილს ეცემა მაღლიდან წვიმა დანამულია განაბულს ძინავს. მე ვერ ვუყურებ ბუნებას მშვიდათ როგორ მოგლიჯავს გრიგალი მიხაკს, ზამთარს ყოველთვის ახლავს სუსხი დღე მოკლავს მიხაკს და დააჭკნობს იას. იქნებ იცვალოს ზამთარმა პირი, ავდარს აჯობოს დარმა ამ დილით. პეპლის ფრთები ხომ სველია ძალზე დამძიმებულა თავს ვეღარ შველის შვება მოუვა ბუნებას დილით, ყოჩი ვარდები სიმღერას ელის მზე იპრანჭება იცინის მისთვის ბედნიერია ბუნების ხიბლით. ავტორი: ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი