ეს სიცოცხლე ახალსა შობს


დავიღამებ ცხოვრებას და 
მთვარეს ზურგსაც კი შევაქცევ,
შენ თუ ჩემთვის არ იქნები
 რისთვის ვთიბო, ვიმკო მარტო,
ამოვიდეს პურის კალო 
დავაცქერდე ღეროს, თითოს, 
ეს სიცოცხლე ახალსა შობს 
უნდა დაჯდე და უცქირო.
რისთვის  მოდის მზე მინათოს 
ქალს კაცი ხდის თვით უიღბლოს,
შენი ხვევნით განაბულს მსდის 
ოფლი ღვარად გადამდისთქო.
მალე მოვა შენი თმები,
 ჩემს მხრებზე რომ გადაიდოს
არც ის მინდა შენი თავი, 
სხვამ წამართვას გამაწბილოს.


ავტორი:  ალეკო  იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი