შენ დაიმალე? მე კი გავბედავ


გესაუბრები ჩემო ივლისო,
მაისის თვესო წვიმს ღამე ქრისო ,
ნანატრ ქუჩაზე სიმღერა მიხმობს,
დავემალები მე ზამთარს  წელსო.
აქეთ დუდუნებს მტკვარი ღრიალებს,
ნაპირს გაანგრევს , ბოგირს გათელავს,
ვიღაც დავრდომილ ქვითინებს სტირის,
თავის მომავალს ემშვიდობება.
რატომ არსებობ ბუნება რისთვის, 
შენი შვილები შენგან ელიან 
მშვიდ ბუნებას და უღრუბლო ზეცას
აქ გასაკვირიც არაფერია.
ჩამოდის ციდან ვარსკვლავ ციმციმა,
თვალებ უბრწყინავს ლაჟვარდს ანათებს,
ეს ჩემი ნატვრაც ჩამოყვა თურმე, 
გამოვფიზლდები და  მაოცნებებს.
წარსულს მომავალს შენ შექმნი როცა,
მას დაინახავ რომ მოდის შენთან
რა სიტყვებია, რა ოცნებები,
შენ დაიმალე? მე კი გავბედავ.



ავტორი:    ალეკო   იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი