მე მწვერვალზე ქედს გავყურებ.
მე მწვერვალზე ქედს გავყურებ, არ მოჩანდა არვის კვალი, შუა მთაზე დავინახე მოდიოდა ვიღაც ქალი. დაუძახე ხმას არ მცემს, თითქოს ძლივს დგას ფეხზე ხათრით, ისე იყო მიხდენილი არც ცოცხალი და არც მკვდარი. გავეშურე მისკენ ვჩქარობ, მინდა სულზე რომ მოუსწრო, რა უნდოდა მარტოს ასულს ანდა რისთვის მოიქარჩლოს. როდის მიველ დრომ გაუსწრო ისე არის გაყინული, არც მზეს მისთვის არ ეცალა რომ სხეული დაუთბილოს? ქალს ეამა ჩემი ნახვა გაუხარდა ,გახალისდა, რომ მე მისთვის რომ ვიყავი ახალი იმედის გამოჩენა. სიმწრით როცა ავაყენე ისე იყო გათოშილი, ისე ყავდა ზამთარს როგორც, მთა ყინულში გახვეული. გამოვკითხე მისი გლოვა, მისი სახის შესაშური ისევ ელვამ გაიქროლა ეგ ქალია ნუთუ ღირსი? მან სული რომ მოიბრუნა ამომხედა შვების თვალით, და თავისი გამოხედვით ანგელოზსა გავდა ქალი. მითხრა ეხლა ამაყენე მე ვერ წავალ მარტო ჩემთვის, შენი თავი ღმერთმა მომცა დაილოცოს მისი მადლი. უთხარ ვინხარ რა დაგმართა უკუღმართმა წუთსოფელმა, რად იკლავდი თავსა მეთქი, შენი თავი არ გეცოდა? მითხრა ჩემი მიზეზია ამ ქვეყანას მოვლინება რომ ეს თავი ჩემი ბრალი სხვა მოკლა და დააობლა. თურმე ბრალი თავის საქმროს გააშორეს სხვასა შერთეს, რომ საქმროსი სიყვარული რომ დღესაც კი არ ასვენებს. მე მასთან მე ვერ ვიცოცხლებ , მირჩევნია აქვე მოვკვდე. რომ ჩემი საქმროს სითბოს სიყვარულით შევიმოსებ. არ მაცალეს, მომიტაცეს, წამიყვანეს უღრან ტყეში, იქ კი კიდე, ისე ვყავდი როგორც ნადირი გალიაში. მე მირჩევნის აქვე მოვკვდე არ ვიცხოვრო არცერთ დღენი მე თუ არა მეყვარება, როგორ ვიყო მისი ცოლი? მგონი ტყუილად დროსა გაცდენ სიცოცხლესა დასანანი, არ მეცხოვრის მე ამ ქვეყნად უნდა წავყვე სატრფოს შორის. რომ იმ ქვეყნად გავაგრძელებ სიყვარულსა ერთგულისა , მისი გული ჩემთვის იძგერს ისე როგორც ადრე ძგერდა. ავტორი: ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი