ქარის ჩურჩული


რაო! ქარი დასუსტდა?
აღარ ტეხს ომს და დარიბანდებზე? 
მას უნდა ჭექა დაგვტეხოს თავზე,
და ალმურის ცეცხლი მოგვედოს ტანზე.
რითა ვართ რისთვის, მოვედი აქა
შენ თუ გამჩენო არ მომცემ მადლსა.
ჰეი, ცხენები ასტეხენ ჭიხვინს
აღვირ ახსნილი ავრბივარ ცერზე.
დამთბარ მდინარეს მზე ისევ შვენის 
ალმურის ალში მე ვიბადები.
ვხედავ სამყარო გაშლილა განზე
ჩემი მერანი ასულა ცამდე,
მწყემსო მიამბე შენი საგზალი,
ვის გაუყავი ვინ ადღეგრძელე?
შენი გზა დიდი მთა და  მწვერვალი
ვის შეადარე ვის ანაცვალე?
ეს ჩემი მთები მხრების სიგანე,
ჩემი ლაჟვარდი ცამდე ვიმკი მე
მოგვცეს უფალმა ძალა მე და შენ 
თუ ოდნავ სხვისი რამე შემშურდეს.
ამ ჩემსა მხარეს გულში ვყავარ მე
ისევე როგორც ვყავდი  აქამდე.

ავტორი:   ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი