მე მოვერები, მთებს და მწვერვალებს.
მე მოვერები მთებს და მწვერვალებს, მე მოვერევი დიდ ზღვას მღელვარეს, ტანად მაღალი, ხარი ძლიერი, გაწევს ძალ ღონით ჯიბრზე იცოცხლებს. ვახ რა კარგი ხარ, ჭაბუკის წლებო, ვახ რა კარგი ხარ , ოცნების წლებო, გამოუცდელო და სულსწრაფებო გაუგონარო ცელქო მერცხლებო. ყველა მღელვარებს და შფოთავს რადგან, გული დანდობას არც კი აპირებს , არც დაბრუნებას არც შერიგებას, ნანატრო წლებო გარდაიცვალეთ? ვეძებ დავდივარ, იქნებ გამოჩნდეს ! ამ ჩემსა გულსა დარდი მოაკლდეს სად გაპარულა დრო ასე სწრაფად წაიყვანეს და გადაიბირეს? გზა გამოჩნდება ვარდისფერ ნისლში, მომავლის ფერებით დაღლილა ხვეწნით. დავიცდი კიდევ წლების შემყურე თან მუხლში ძალას თავად წაიღებს ეს მოგონება დამჩება მხოლოდ , მე კი მომავლის დედაც ვატირე. ავტორი: ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი