ცხოვრების გემო მაპოვნინა


კედლიდან კედელს ვეჯახები ადგილს ვერ ვპოულობ.
მე, შენი სახე დამავიწყდა მასაც ვერ ვპოულობ,
ფიქრში დაღლილი, შენზე ჩამეძინა 
დამეძინა მაგრამ სიზმრებშიც არსად არ ხარ,                              
ალბათ გაქრა შორს და დამავიწყდა.
თვალები მწველი, ვარდების ფერი 
ცხოვრების გემო მაპოვნინა. 
მაჩუქა, გრძნობა სინანულში არეული
სიყვარულის მეძებარი დალეული.
ის რაც ვიცი, მე ხომ ვიცი, 
მისი სახე  ჩემზე კარგად არვინ იცის
გადიან წლები მიაქვთ ფიქრები,
მე შენ ყოველთვის ძაან მეყვარები,
დამავიწდები ალბათ როდისმე 
ეს ისე ვთქვი, ალბათ მომისმენ.


ავტორი:  ალეკო  იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი