0 77

შენი სიყვარული დღეს ან ხვალ მინდა .ზეგ აღარ მინდა.


შენი სიყვარული დღეს ან ხვალ მინდა,
ზეგ აღარ მინდა, წამიც გავიდა,
დამავიწყდება სულიც დაბნელდა,
 გაბრაზებულა მგონი არც ღირდა.
 ხასიათი გაფუჭებულა, გაუფერულდა გათეთრდა.
 ნელნელა დაბნელდა და ღამეც გახელდა. 
გაცოფდა, გაოგნდა უგულო გახდა .
ულამაზო, შავთეთრი უხასიათო აი ამას გავდა.
 ცხოვრების  ბილიკს  უნდა ავყვე
აღმართს და დაღმართს .
ჩუმად და ხმაურით ღმერთი თავზე სანთელით მადგას.
უმოწყალოდ დაჩაგრული  სხეული ლანდად,
ლოდივით ცივი და გარიყული უსულო საგნად.
 ერთს ფიქრობს მხოლოდ ერთს ნუთუ იწამებ. 
მოჰქონდა ეს სიხალისე  სიმხნევე ვარდად. 
ფიქრებს არ მოვკლავ მას დარდად ვმალავ.
 და ოცნებები ნუთუ ეს ყველაფერი 
 სიმართლეს გავდა .
მივსებდა ჭკუას, გონებას პირამდე მსვავდა.
და ეს გრძნობა დიდებული სიყვარულს გავდა.
ალბათ ახდება ოცნება და შენ მოხვალ ლანდად.

ავტორი: ალეკო იზორია
კომენტარები (0)