წვიმა რომელიც ასველებს ქალაქს.
წვიმა რომელიც ასველებს ქალაქს, წვიმა რომელიც ნამავს და მალავს . ჩემი ქალაქი ლამაზად მსახავს, მიოხებს გულს და სახეზე მკაწრავს. დარდიანია დღე აპრილისა ღრუბელი შავი სევდის მანტია. არ მემეტება მე ამ ავდრისა უნდა მზე იყოს თუნდაც დარია. რა უყუ გულს ჩემს ტანჯულს დათრგუნულს, ჩემი სამშობლოს სახით დაკაწრულს, ნაოჭები აქ უკვე გათარგულს ნაბრძოლებია ომში დაღალულს. მე შენი ტრფობა როგორ მწყურია მე შენი სუნთქვა მომნატრებია შენი სახელი ვარდის კვირტია. უშენოდ ყოფნა დასასრულია. ჩემი აკვანი დარწეულია უკვე მიზანიც დასახულია . შენ ჩემო კარგო გულო ქართულო მე შენთვის ვკვდები ახლა უთუოდ. ავტორი: ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი