შენი თვალები ბევრის მთქმელია:
შენ სუნთქვასავით მაკლიხარ როცა, ჰაერს ვისუნთქავ რომ მოხვალ ჩემთან. გაჟღენთილია კვლავ ნეტარების, ვარდების სუნში და მეხარბები. ნუთუ ხვალაც კი მარტოდ ეულად დავრჩები ობლად და საუკონოდ. ქარი სუსხიან, ყინვის ფანტელში , გაითოშება ფიქრი უიღბლოთ. ხვალ იმედის დღეს უნდა ვუყურო და შენს თვალებში მინდა ჩავხედო, შენი თვალები ბევრის თქმელია წვალება ჩემი რა მტანჯველია. წლებმა რომელიც მაწვალა დღეს მე ეს სატანჯველიც რა სათქმელია. რომ ეს გულიდან ამოვა გრძნობა უკვდავებისთვის რაც ნათელია. გვირგვინის ეკალს დავიდგავ თავზე, შიშველი ფეხით გავივლი ცამდე . ღმერთს შევავედრებ სათქმელს სადარდელს. და ჩვენს სიყვარულს დაუნთებ სანთელს. ავტორი: ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი