მე საქართველოს შვილი ვარ ნანაც.
მე საქართველოს შვილი ვარ ნანაც, დავიბადები ახლიდან თავად, სამშობლო ვისაც ერთხელ უგრძვნია, მისი განძი ხომ მას უპოვია. როგორ მომხიბლა შენმა წყაროსმა შენი ლამაზმა თვალმა მხარემამ, როგორც მშობელმა ჩასახა ბავშვი და სიხარულიც გაიზიარა . რაგინდ მიჭირდეს სული მძვრებოდეს, სახლში წვიმდეს და სახლში თოვლობდეს. პირი შრებოდეს, კუჭი ხმებოდეს, თავგზა ტრიალში ენა მებმოდეს. არ გიღალატებ მხარევ არწივო, ხოხბის ჭალებო ვერხვის კალებო. დიდგორს დაჭრილო სულო მამაცო. დიაცის კალთავ ამაღლებულო. ხმალი დავითის არ დაჟანგდება, ხმალი ვახტანგის არ გასხვისხდება საქართველო ხომ ღმერთს აბარია ჩემი სამშობლო თვით უფალია. განშორებისას შენთან მწყურია, დავრჩები მარტოდ და მიტირია. ნასოფლარია ჩვენი მიწები, სადაც პაპათა ძვლები მარხია. საუკუნეთა ნუგეშს გაძლევენ, ეს მისი სულის სახსოვარია. შენ ერთადერთო მუხავ ძლიერო ფესვო მიწისა ყლორტო ცისა და , ცოცხალიც აქ ვარ მკვდარიც შენი ვარ . მიწა ქართულიც გულზე მაყრია. ავტორი: ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი