ფანტაზიები მუზა წვიმები.


ფანტაზიები,მუზა, წვიმები,
ფიქრში დაცლილი ვეღარ გიცანი,
ნუთუ გამცლიან ღამით ყორნები,
ძერა დამკორტნის მჭამს ეს ბურანი.
დაიმახსოვრებს მზის სხივებს როცა,
შენი ალისფერს თმებს ისევ ვლოცავ
გაელვებაა ცის ისევ ხოტბას
შემასხამს ფრთებს და ისევ მოვალ.
კაკაბი დახტის, ბალახში ხატობს ,
როგორც შენს თვალებს ალეებს აათრობს,
მარადისობას მე ისევ ვნატრობ 
ჩემი ცხოვრებაც დავხატე ამ დროს.
ნუთუ ესაა ცხოვრების ის გზა,
ნანატრი ჩემში ჩაღვრილა  ნისლად,
რა სანუკვარი გამხდარხარ დღეს შენ ,
ეს საქორწინო ბეჭედი ვის შენ?
კოცნე და კოცნე დილამდე კოცნე,
ჩემი ნაწილიც გავყავი შენსკენ.
 ეს ჩემი გული ავადი ძალზე 
ძაფი გაბმული გაწყვიტე დღეს შენ.
დავრდომილია ფიქრად ქცეულა
 სნეული ქროლად გადაქცეულა,
შენი შეხვედრა პირველად როცა 
ზარი ზურმუხტად გადაქცეულა.

ავტორი: ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი