ჩუმად სადღაც მღერის გედი.


ჩუმად სადგაც მღერის გედი,
მისი სმენით როგორ ვტკბები.
ეს მისი ხმა საამური ყურს ჩამესმის დედის ხმებით.
ჩემი ტურფა საყვარელი ამ სიმღერას ისევ ელის ,
თუ დამუნჯდა რას  იმღერებს ტირილის ხმა მთებსაც ესმის.
მე თვალებში რაც მაოცებს, რაც კაშკაშებს რაც ბზინვარებს,
 რაც მინახავს ისევ ვნახავ ჩემ ოცნებაც თვალს გაახელს.
  საუნჯესა შევინახავ არ ვანახებს ავსა თვალსა, იქნებ თვალი მას არ ეცეს და მობრუნდეს უკან ზრახვა.
საქართველო შენ სიწმინდეს არ დაიტევს დიდი გული
 შენ ღმერთი ხარ სასწაული ოდიდგანვე გლოცავს ერი.
ვიტყვი თუ რა გააკეთე სამშობლოსთვის რა იშრომე
 ხალხმა ისე შეგიყვარა შენს გარეშე ვერ იცოცხლებს.
 ცა კამკამა ლურჯი ფერის მე დავხატე კალმის წვერით,
მისი ხატვით დამეუფლა  ჩემი ქვეყნის სანატრელი.
დედამიწა რომ იღვიძებს, თვალებს როცა ახელს წაღმა
 მე დავჯდები და უყურებ მისი ნახვა მომენატრა.
ქარი ზუზუნს მორჩა ჩაცხრა დაიხურა თბილი ქურქი,
 იგრძნო ზამთრის მოლოდინი თოვლის ფიფქი და ქარბუქი.
 ვიტყვი სადხარ სად გამექცა  სად წავიდა არსად არ ჩანს,
 ნუთუ ისე მიმატოვა მზეს ამოსვლაც  არ აცალა.
დავიჯერე იანვრის მე ნათლისღების დღე დამიდგა
 ამ დღეს თურმე  მოვევლინე სანთელიც კი დაიღვენთა.


ავტორი: ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი