ამ წვიმაში შეგამჩნიე:


ღამე როგორც მეძებარი,
დადიოდა ჩემს გულს ღრნიდა,
სანუკვარმა ჩემა მთვარემ, 
ამ ღამეში დაიძინა.
რა ლამაზი დრო მეფობდა,
ბრჭყვიალებდა და ბრწყინავდა, 
ისე ძგერდა გული მკერდში
 ამოხტომას აპირებდა.
სევდიანი დროც არ იყო
 არც ხალისი მოკლებია,
იყო მარტოდ მჯდომი ქვაზე
 ერთ გოგოზე ოცნებობდა.
თურმე ფიქრებს მიხვედრია
 გრძნობდა სითბოს ალერსიანს,
მის ხედვაში ვერ ვმალავდი
სევდიანი იყო წვიმა.
ან და  რისთვის მოირბინე
 თმები სულ მთლათ გაგწეწვია 
ამ წვიმაში შეგამჩნიე 
თვალებიდან უშვებ გრიგალს.
ეს გრიგალი გულს მოედო ,
ამირია დამირია
 ფიქრი უკვე მოხდენილი 
სადღაც გაქრა დაილია. 
როგორ მინდა შენი სითბო 
არ მოედოს მწვერვალს მყინვარს 
ასი წელიც რომ გავიდეს, 
არ აორთქლდეს ქარში მინდა.

ავტორი: ალეკო იზორია

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
გიორგი ვასაძე სტუდენტი2 წლის წინ

მაგარია ძაან

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი