0 76

შენ მე დროშიაც არ გამომყევი,


შენ მე დროშიაც არ გამომყევი,
დაიკარგე რომ ცხადში გიხილო,
 ზღაპრის გმირად რომ თავს მაჩვენებდი
ის როდის იყო იქნებ გიხილო.
არ შეიცვლება ფიქრი უხამსი,
მარცვალ- მარცვალი იქნებ არჩიო, 
ცუდისგან კარგის გარჩევის უნარს 
ვერ  გამოარჩევს ბილწი იწილო.
დარჩა ულევი გზა უსასრულო, 
არსად არ მოჩანს იმედის სხივი
მიტოვებული როგორც ცხვრის ფარა, 
მგლის სათარეშოდ დარჩა ეული.
არ მოგირჩება სნეული სული 
თუ არ დაიდებ მალამოს იმ დროს
დასნეულდება ყველა ადგილი
მოურჩენელი დარჩება უშნოდ.
დარბის ღრუბელი ნისლში შეცურდა
არც წინ გაუშვა სიმწრით გაშავდა
ეს რა დღეშია თურმე საბრალო
ტირის და მოთქვამს ცრემლში დამხჩვალა.
არც ვებერთელა გული გქონია 
არც უშველებელ  ფიქრებებს გაგანდობს 
დარჩება მარტო როგორც ეული
პატარა კრავი თითქმის უმწიკვლო.


ავტორი: ალეკო იზორია
კომენტარები (0)