ეს რა ფერი აქვს დღეს ამ ბუნებას
ეს რა ფერი აქვს დღეს ჩემს ბუნებას, თოვლი მოსულა სულმთლად გათეთრდა, ჭაღარა მთებზე, ბუმბერაზ მხრებზე, სულ ერთიანად დაბერებულა. შენ ახალგაზრდა გიხილე გუშინ დღეს შეიცვალე ფერი, ასაკი, ნუთუ ესეა ამ წლების რიტმი ამ ერთ კვირაში დამიბერდები. არ ეკითხება დრო არვის როცა, მოგეფერება მზე ცისარტყელა, ცვარი ბალახზე წამოწოლილა არვის იკარებს და იმალება. გადაეკვრება ფარდა ფერადი, ზოგი წითელი ზოგიც ყვითელი ამ არემარეს როცა ავხედე მას თმები ქონდა გახუნებული. ავტორი: ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი