არც მაღლა ცაში ასვლას ვაპირებ
არც მაღლა ცაში ასვლას ვაპირებ, არც შუა ღრუბლის შეტოტმანებას თითქოს მთვარემდე ავედი კიდეც, გადმოვარდნილიც მნახეს ბიჭებმა. არ დაუჯერო, ჭორსა ვინ მოთვლის, და შავბნელ გულის ბოროტ ძალებსა თუ ჩამოვარდი უნდა ვენახე , ნაფლეთებიც და შარვლის უბეცა. იბადებიან კეთილი ცნების დაუვიწყარი იდგა ღამეცა , არ იმართება ქარის ზუზუნი, კაცის ხელით და ეშმაკობითა. გაბრაზებულა ამინდის ჩრდილი იმალება და წვერიც მოუშვა თუ გადაურჩით სეტყვას ჭექა-ქუხს, აბა რა მომკლავს ხვალ ან ზეგაცა. ავტორი:ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი