გაიფანტება დღე უსასრულოდ.
მზე გაიფანტა ნაზად ჩავიდა, ეს ჩემი გულიც ნაღველს მიადგა, საუკუნეა მზის სიმხურვალე, არ მღირსებია სულიც გაქვავდა. არ დავიჯერებ მე იმ დღის ღამეს, იბრწყინებს მზე და იბრწყინებს მთვარეც, ეს შუაგული ზამთრის სუსხია გაქვავებული ყინავს გულშიაც. არ მითხრა არა ჩემთან არ გინდა, არ გადამალო სხეული თბილი, მე თუ შენ მოსვლას არ დაველოდო მაშინ ქვად მნახე გადაქცეული. როცა იღვიძებს სხეული გეძებს, შენ არემარეს სადაც იყავი მე არაფერი არ მომინდება მშიერი ვიყო თუნდა გრძნეული. საუკუნეა გასული უკვე, გული უწინდელ რტფობით შემკულა მე რისთვის მიხმობს ფიქრი წყეული და მოგონებაც სატანჯველია. რა ვარდი ვკრიფე ეკალ ბარდებში, რა გზას ვეწიე ჯოჯოხეთებში, როგორ გამწირა ბედმა ალბეთმა როგორ დამატყდა თავზე ქცეული. ცივი სუსხი მე სხეულს მიყინავს გული აღარც ძგერს ჟამიც დამთავრდა, აქ არ იყავი ჩემთვის გეშველა ორივე ხელი გამოგეწოდა არც შენი ბრალი ალბათ არაა საუკუნეთა შანთი მაჩნია ეს უიღბლობა ალბათ როდისმე ქვეყნის ბორბალზე მყარად ხატია. ავტორი:ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი