დღეს თბილისის ზეცამ მიხმო.
დღეს თბილისის ზეცამ მიხმო, ქართული მზის გაელვებამ სადღაც მოჩანს სხივის ტყორცნა, ახალი დღის სურნელს ვყნოსავ დღე კინკილით ავიარე, მთაწმინდის მთებს მივესალმე, არც უდრო იყო ალბათ, მომავლისკენ მთებს გავყურებ. სალამი ხომ ჩემი ქვეყნის საქართველოს მიწის სურნელს, ალბათ იყო ჩემი მოდგმის საფლავების სულს დავყურებ. მითხრა რატომ მოხველ დილით ვინ გაუწყა რიჟრაჟია. იქნებ ცოტაც მოგეთმინა საყურებელს დაგაცლიან მე პირველი ვიყავ როცა შევიხორცე ცხადად სიზმრად ასი წელი თუ ვიცოცლებ საქართველოს შვილი მქვია. არც არავის მთები მხიბლავს არც არასდროს მყვარებია ჩემს მიწაზე სადაც გავჩნდი სასუფეველს მიწას ყრიან. ქვეყნის გულო იფრიალე სახტად ვდგავარ შენს წინაშე ჩემ სამშობლოს მატიანეს, გმირებიც ხომ აატირე, ქარმა ყარა ცრემლი მძიმე, დაიქუხა ელვამ მწამსვე მე ყოვლეთვის გიერთგულებ სიკვდილისთვის ვერ გიმეტებ. ავტორი:ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი