შემოდგომაა ფოთოლი დაქრის
შემოდგომაა ფოთოლი დაქრის, ხე გაშიშვლდება, სამოსს გაიხდის დაივარცხნის თმას ბებერი მუხა, ქოჩორს ივარცხნის ირეკლავს ხოტბად. დაირხევა ხის ჭადრის ტოტები სხეული თოვლით დაფარავს სახეს, ის გაყინულა როგორც მწვერვალი ალაგ და ალაგ გამოყობს ხელებს. პირში წყალია აქვს დაგუბებული არ ყვება ამბებს ჩუმად ისვენებს, ზაფხულის დღეებს მონატრებული ხან გაიცინებს ხანაც იტირებს. ის მუდამ ხვალის მოლოდინშია თბილი სიო რომ მას მოეფეროს თავის ფოთოლის შრიალს აყვება, სიმღერით გული რომ კვლავ იჯეროს. ავტორი: ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი