დილით დაუნთებ სანთელს სარკმეველს.
დილით დაუნთებ სანთელს სარკმეველს, და შევავედრებ ქვეყნის სატკივარს, ჩემი სამშობლო ასეთი ტკბილი მე არავისთვის არ მემეტება. ბუნებამ შექმნა ძლიერი ხვედრი ილოცოს ერმა ვინაც დაიცვა ჩემი უფალი როგორც ნათელი წმინდა სამების გუმბათს ერისას. დაუვიწყარი როგორც სამება ქართულ გულშიაც ნათლად აჩნია ასეთი თბილი ჩემი სამშობლო, არავის ასე არ ყვარებია. როგორც ინთება წმინდა სანთელი და ილოცება დიდი ილია, მისი მადლი ხომ გადმოდის კალთას დაიღვენთება ცოდვა მადლია. როგორც ავახელ თვალს, დავინახავ უფალი წინ დგას ლოცავს კერიას უფლის წმინდა ის სამლოცველო ჩემი სამშობლო ღმერთის გულია. ავტორი: ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი