წითელ ღვინოს აბა რა სჯობს


ხან ღვინოს ვსვავ ხანაც არაყს,
ხან შამპანურს ლუდსაც მაგარს
მწვადი ცვრიანს აბა რას სჯობს,
ბასტურმაში  ხვრინავს ბატკანს.
ყანწი დიდი მომაწოდეს,
არც ძირი ჩანს უფრსკულამდე,
ამის დამლევს რა აცოცხლებს
ოთხ ლიტრამდე  ღვინოც ვშთანთქე.
როგორც ქვევრი ღვინოს იტევს,
როგორც ჭურში კაცს არ ესმის 
თუ წითელი ღვინოს არ სვავ  
ას წელიწადს რა გაცოცხლებს.
კახურია ღვინო ტკბილი
დედის ალერს ემსგავსება
თუ დალია მირონსა გავს
ჩემი მოდგმის დაბადებას.
ქორწილია ღვინო მაყარს 
აძალებენ ქანცი გაძვრა
რა დამათრობს თუკი სატრფოს
თვალ ჟუჟუნმა დამაბრმავა..


ავტორი ალეკო იზორია;

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი