როგორ მომინდა ჩემო ნატრულო
როგორ მომინდა ჩემო ნატრულო, ერთად გავწიოთ ხარის უღელი აქ მენატრება მთების სურნელი რაკრაკ წყაროდან ისმის ჩურჩული. კოკა ყელზე გაქვს მოღერებული და გამოჩნდები როგორ ლანდები, თვალებსა ისე გამოაპარებ გული დაფრთხება და მეზმანები. ხმა ამოიღე მითხარი რამე ნუ გამიშავე ღრუბელი თეთრი, ამ ქვეყანაზე მაცოცხლე ცოტაც თვალებს ნუ მკორტნი შენი ყურებით. ქედნის ყურედან სხივი გამოჩნდა ცისარყელამა ფრთები გაშალა ამ ალერს სადღა დაემალები თუნდ დამეკარგოს საპოვნელაა... არც იქაური მომენატრება რატომ ან რისთვის გეტყვი რატომაც მე შეგიყვარე ქალოვ ერთხელა არ დაიკარგო გძებნი ყველგანა. ჩემთვის ყოველთვის დარჩები ისე როგორც სიზმარი ცაში აგაფრენს ვერ დაეწევი იმ გრძნობის ტრფიალს თუ შენს სიყვარულს ვინმე წამართმევს. არ დავბეჩავდი ასე უბრალოს ცხოვრებამ გზა მე კარგად მასწავლა შენი ლამაზი გრძნობით დამწვარი შორს ვეღარ წავალ აქვე დამხჩვალვარ. ეს სიახლოვე ალბათ გამქრალა ან წყალმა დიდმა მტკვრმა მნახველმა ჩვენ სიყვარულის მიჯნურს ორთავეს ეს მაგალითი უნდა ესწავლა. ავტორი; ალეკო იზორია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი