არც მზე ანათებს ვარსკვლავი გაქრა,


არც მზე ანათებს ვარსკვლავი ჩაქრა, 
ჩემი ბედი ხომ სადღაც შორს გაქრა,
გულში ეკალი ხინჩად დამაჩნდა 
შენი სახელი სახსოვრად დამრჩა.
გული დაგეძებს ვიცი  დაგეძებს
დღეც არ იშურებს მზეც შენ დაგყურებს
შენი მოსვლაში დაღამდა უკვე 
არც შენა ჩანხარ სიკვდილმაც მნახა.
გამოვიგლოვე დღე ბნელი ღამით, 
წყევლა გოდება ღრუბელი შავი
დავიფარე მე წუხელი ზვავი
მაგრამ ვის ვგლოვობ დამთავრდა ჟამი.
ვერ გაუძელი ღამე თეთრს შფოთვას
როგორ დაფლითე ფიქრი ძლიერი
სულ დავეძებდი მოსვლა შენგან მე 
უკვე მკვდარი ვარ სულწაწყმენდილი.
ჩემი სული ხომ ყველგან დაგეძებს
მოუსვენარი გახდა რკისანი
დავფლითავ აბჯარს გულში შემერჭო
გამოსროლილი შენგან ისარი.

ავტორი: ალეკო იზორია
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი